“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანია – უზრუნველყოს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეკრების (მანიფესტაციის) მშვიდობიანი ფორმით ჩატარება და არ დაუშვას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა.  აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველია  „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, აგრეთვე,  ამავე კანონის მე-8 მუხლის „ღ” და „ძ” ქვეპუნქტები – პოლიციის ძირითადი ამოცანა და მოვალეობაა: დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება,  აგრეთვე, მოაწესრიგოს საგზაო მოძრაობა.”- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

შსს ასევე აღნიშნული აქციის მონაწილეებს შევახსენებთ, რომ მათ ეკრძალებათ:

 

ა) იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილადაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი;

 

ბ) იქონიონ ისეთი საგანი ან ნივთიერება, რომელიც  გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით;

 

გ) იქონიონ ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელი ნივთიერება;

 

დ) იქონიონ ალკოჰოლიანი სასმელები;

 

ე) განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისათვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *