კონკურსში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობდა: ლიკა ბასილაია – შავგულიძე, ეკატერინე ფირცხალავა, მაკა ჯაიანი, ნანა ბიგანიშვილი, სოფო კერესელიძე და თამარ რუხაძე.
საბჭოს სხდომა გაიმართა დღეს, 16 აპრილს და ხმათა უმრავლესობით ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად არჩეული იქნა თამარ რუხაძე.
აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თამარ კორძაია აღნიშნული თანამდებობიდან გადადგა და კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა ნაძალადევის რაიონში.
