“მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის თუ არა გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია, ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს, 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!”, – ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

 

დათა ახალაიას განცახდება გუშინ, 15 აპრილს, ასევე სოციალურ ქსელ facebook-ის მეშვეობით გავრცელდა, სადაც ციხის კადრების შექმნას, არჩევნებში დამარცხებასა და ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ლაფანყურის ოპერაციის დაგეგმვას ვანო მერაბიშვილს უკავშირებს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *