პაპუნა კვარაცხელიას მამამ დღეს შვილის შეწყალების მოთხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თავის დაწვა სცადა. მისი თქმით, პატიმრობაში მყოფ პაპუნა კვარაცხელიას ტვინის სიმსივნე აქვს და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმრის შეწყალება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია:

“მაქსიმუმი რაც შეიძლება გაკეთებულიყო პაპუნა კვარაცხელიასთვის, ყველაფერი გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ეს არის სამედიცინო მეთვალყურეობა, მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც კი შეგვიძლია ჩვენ, დანარჩენი არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. თუ პრეზიდენტი ამ ადამიანს შეიწყალებს, შეწყალების შემდეგ მისი მკურნალობის მაქსიმალურ ნაწილს გაიღებს პრემიერ–მინისტრი, მაგრამ იქამდე საჭიროა, რომ ეს ადამიანი შეიწყალოს პრეზიდენტმა. ჩვენ ჩევნი კომპეტენციის ფარგლებში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ და მეტის გაკეთება ძალიან სამწუხაროა, რომ არ შეგვიძლია”, – განაცხადა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.

თუმცა პაპუნა კვარაცხელიას მამა პრეზიდენტისთვის შვილის შეწყალების თხოვნაზე უარს აცხადებს. მისი თქმით, მისი ოჯახი ამ მდგომარეობამდე მიყვანაში ყველაზე დიდი წვლილი წინა ხელისუფლებას მიუძღვის.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *