“ამ ეტაპზე არანაირი დევნა არ არის დაწყებული სოსო პავლიაშვილის მიმართ, არსებობდა მოწმის ერთი ჩვენება მასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი დევნის დაწყებისათვის. ამიტომაც ამ ჩვენების გამო ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და თუ შემდგომი საგამოძიებო მოქმედებით გამყარდება ეს მოსაზრება, მხარდაჭერილი იქნება, თუკი არ გამყარდება, თავისთავად განვითარებას ვერ ჰპოვებს. მოწმის სახით დაკითხვა შესაძლებელია, მაგრამ ზუსტი დრო და მიზანშეწონილობა ჯერჯერობით გამოძიების მიერ არ არის დადგენილი”. – განაცხადა კბილაშვილმა “ქრონიკასთან” საუბარში.
ადუაშვილის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ვახტანგ ჩხაპელია, რომელიც სოსო პავლიაშვილის სიძეა.
24 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით შვიდ საათზე თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა აღმოაჩინეს საკუთარ მანქანაში მოკლული ავთანდილ ადუაშვილი, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე რამდენიმე ობიექტს ფლობდა.
დღეს სხვადასხვა მედიასაშვალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალ სოსო პავლიაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიყწო, თუმცა ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ უარყო.
