1776 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდელობის დეკლარაცია მიიღო. წელს აშშ  უკვე 241-ედ იზეიმებს დამოუკიდებლობას. 4 ივლისი ოფიციალურად უქმე დღეა და მას ყველა შტატი განსაკუთრებულად აღნიშნავს.

დამოუკიდებლობის დღე ამერიკის მოქალაქეებისათვის ასოცირდება გრძელ საზეიმო მსვლელობებთან, ბარბექიუსთან, ოჯახურ შეკრებებთან, კარნავალებთან და სახალხო ბაზრობებთან, პიკნიკებთან, კონცერტებთან, სპორტულ ღონისძიებებთან. დამოუკიდებლლობის დღე ეროვნული დღესასწაულია და ეს დღე ქვეყნის ისტორიას, მმართველობასა და ტრადიციებს ეძღვნება.

ქალები კოლონიალისტური ტანსაცმლით სხედან ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრის ბაღში და ელოდებიან საზეიმო ღონისძიების დაწყებას 04.07.03 ფოტო: EPA PHOTO/TOM MIHALEK
ქალები კოლონიალისტური ტანსაცმლით სხედან ეროვნული საკონსტიტუციო ცენტრის ბაღში და ელოდებიან საზეიმო ღონისძიების დაწყებას 04.07.03 ფოტო: EPA PHOTO/TOM MIHALEK
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკელი ჯარისკაცები მიირთმევენ ბარბექიუს ერაყში, სანამ ჰუსეინის ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში 04.07.03. ფოტო: /EPA/JAMAL NASRALLAH
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ამერიკელი ჯარისკაცები მიირთმევენ ბარბექიუს ერაყში, სანამ ჰუსეინის ყოფილ საპრეზიდენტო სასახლეში 04.07.03. ფოტო: /EPA/JAMAL NASRALLAH
დანიაში, რაბილდის პარკში ყოველ წელს მასშტაბურად ზეიმობენ აშშ-ს დამოუკიებლობის დღეს 04.07.06 ფოტო: EPA/HENNING BAGGER
ფეირვერკები 4 ივლისის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ყოველ წელს მომხმარებელს აფრთხილებენ. მაგიდაზე წარმოდგენილია იმ სახის პიროტექნიკა, რომლის გამოყენებაც დასაშვები და უსაფრთხოა 04.07.07 ფოტო: EPA/STEFAN ZAKLIN
ფეირვერკები 4 ივლისის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ ყოველ წელს მომხმარებელს აფრთხილებენ. მაგიდაზე წარმოდგენილია იმ სახის პიროტექნიკა, რომლის გამოყენებაც დასაშვები და უსაფრთხოა
04.07.07 ფოტო: EPA/STEFAN ZAKLIN
სენატორი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი ხხვდება ქლეარ ლეიქის მცხოვრებლებს 4 ივლისის საზეიმო მსვლელობაზე თავის ქმართან, აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტთან ბილ კლინტონთან ერთად 04.07.07 ფოტო: EPA/Steve Pope

2 წლის მაიკლ ფერნანადო არლინგტონში, ვაშინგტონში გამართულ მსვლელობას უყურებს, რომელშიც მონაწილეობას 50 ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები იღებს 04.07.11 ფოტო: EPA/JON BLACK
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი ხვდებიან ამერიკელი ვეტერანების ოჯახებს დამოუკიდებლობის დღეს. თეთრ სახლში სადღესასწაულო ბარბექიუ ეწყობა 04.07.14 ფოტო: EPA/JIM LO SCALZO
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და პირველი ლედი ხვდებიან ამერიკელი ვეტერანების ოჯახებს დამოუკიდებლობის დღეს. თეთრ სახლში სადღესასწაულო ბარბექიუ ეწყობა 04.07.14 ფოტო: EPA/JIM LO SCALZO
ბოისკაუტები მონაწილეობენ საზეიმო მსვლელობაში ავონდეილში, ჯორჯიის შტატში. რამდენიმე დღით ადრე ბოისკაუტებმა შეაჩერეს აკრძალვა, რომლის თანახმადაც გუნდის ლიდერი გეი ბიჭი ვერ გახდებოდა 04.07.15 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER

სკეიტერები მონაწილეობენ ავონდეილის 4 ივლისის მსველობაში და აღნიშნავენ დამოუკიდებლობის 240 წლისთავს, 04.07.16 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER
სკეიტერები მონაწილეობენ ავონდეილის 4 ივლისის მსველობაში და აღნიშნავენ დამოუკიდებლობის 240 წლისთავს, 04.07.16 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER
14 წლის რეიჩელ სანჩესი საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობს 04.07.16 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER
14 წლის რეიჩელ სანჩესი საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობს 04.07.16 ფოტო: EPA/ERIK S. LESSER

აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სახელმწიფო პირები საქართველოდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ “აშშ ყოველთვის იყო როგორც თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისათვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი.”

“ჩვენმა ერებმა ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას,” – აღნიშნავს პრეზიდენტი.

დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ამერიკელ ხალხს საქართველოს პრემიერიც.

“დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ასახული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებები სრულიად უნივერსალურია თავისუფლების მოყვარული ერებისათვის და მისაბაძია მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის,საქართველოსთვისაც.

საქართველოსათვის ამერიკის შეერთებული შტატები უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ის ურყევ მხარდაჭერასა და უმნიშვნელოვანეს წვლილს, რომელიც მას მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.” – აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი ჯობახიძის განცხადებით კი “ამ დღეს დაიბადა მსოფლიო დემოკრატიისა და თავისუფლების მთავარი საყრდენი, რომელიც თავისი მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გახდა, ასევე, უმნიშვნელოვანესი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების განვითარების, თავისუფლებისა და მშვიდობისკენ სწრაფვის გზაზე.”

კობახიძე ასევე მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ წარმომადგენლობას,  საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იან კელის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *