გამოძიების ცნობით, მოდებაძემ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის აშენებულ ახალ საცხოვრებელ კორპუსში სამოთახიანი ბინის მიღების სანაცვლოდ ერთ–ერთ დევნილ ოჯახს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი გამოართვა.
ქრთამის აღების ბრალდებით სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ალის და წაღვლის რწმუნებულები- მარგარიტა კულიჯანოვა და ელგუჯა კილაძე. მათთან ერთად დაკავებულია სოფელ ალის მკვიდრი გიორგი ნოზაძეც, რომელიც ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის არის ბრალდებული.
გამოძიები ცნობით, კულიჯანოვამ და კილაძემ მსხვილფეხა საქონლის გაყიდვისთვის საჭირო ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 600 ლარი აიღეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
