შეხვედრის საბოლოო შედეგი უკვე ცნობილია, ქართველმა მორაგბეებმა ესპანელ კოლეგებს ანგარიშით 61:18 ძლიეს. დღევანდელი მატჩის ფარგლებში საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მორაგბე ირაკლი აბუსერიძე გააცილეს, რომელმაც დღეს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო შეხვედრა გამართა.
შეგახსეებთ, რომ დღევანდელი მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის, გარდა ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების მორიგი შეხვედრისა, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩსაც წარმოადგენს.
