“რამდენიმე დღეა ვუყურებ გენერალურ პროკურორს, მთავარ პროკურორს, რომელიც ზის ტელევიზორში და ჭორაობს. ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია. რამდენჯერმე მოყვა, რომ პრეზიდენტი ჰყავს დასაკითხი. მაჩვენეთ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყანა ერთი, სადაც პროკურორი ყოველდღე იჭორავებს, რომ პრეზიდენტი უნდა დაკითხოს. იმიტომ კი არა, რომ მე რამე მაქვს დასამალი. მაჩვენეთ ერთი ქვეყანა და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. მეც ვარ იურისტი და მეც რაღაც მინახავს. პრეზიდენტები მიდიან და მერე კითხავენ ხოლმე, ზოგს იჭერენ კიდეც, მაგრამ მოქმედ ინსტიტუტზეა საუბარი და თან აღარ ვლაპარაკობ, რა სისულელეებზე ლაპარაკობენ საერთოდ,”- განაცხადა სააკაშვილმა.
გუშინ, 26 თებერვალს, პრეზიდენტი მედიის წარმომადგენელბს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ შეხვდა.
