პრემიერ-მინისტრი სომხეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკვე  შეხვდა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს.


ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში შედგა. 


“საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხებოდა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კეთილმეზობლური პოლიტიკა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ერთობლივი სადილი.”


შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 იანვარს სომხეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო.


ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინასთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი, რეინტეგრაციის მინისტრი, კულტურის მინისტრი, ასევე პოეტი და მთარგმნელი გივი შახნაზარი.


როგორც ირკვევა, დღის მეორე ნახევარში საქართველოს დელეგაცია ეწვევა ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარს, რის შემდეგაც დაგეგმილია “საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა სრულიად სომხების კათოლიკოსთან, გარეგინ მეორესთან. ვიზიტის დასასრულს კი საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატივსაცემად სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრის ტიგრან სარგსიანის სახელით გაიმართება ოფიციალური სადილი. “


ბიძინა ივანიშვილი და სერჟ სარგსიანი
ბიძინა ივანიშვილი და სერჟ სარგსიანი

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *