“სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ტელედებატებში ფინანსთა მინისტრთან ჩემს მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერებულ საკითხებთან (საბიუჯეტო კრიზისი) და სხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით,”- ეს განცხადება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ქვეყნაში საბიუჯეტო კრიზისის საკითხებზე ვანო მერაბიშვილმა დღეს, 15 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგიც გამართა.
