“იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებს ბოლო დღეების განმავლობაში, ჰქვია აგონია, სააკაშვილს აქვს შესაძლებლობა დაითხოვოს მთავრობა, პარლამენტი, მაგრამ მე ამის ალბათობას ვერ ვხედავ, სააკაშვილი დღეს გაკოტრებული პოლიტიკოსია”, – განაცხადა კალაძემ.
შეფასება ამავე თემაზე გააკეთა შს მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი თქმით, ბიძნა ივანიშვილის ინიციატივა უნდა მიიღოს როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ, რადგან “ეს არის ერთადერთი სწორი სვლა”.
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ მან პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩია კანონპროექტის შემუშავება, რომელიც პრეზიდენტს უფლებას მისცემს, მთავრობასთან ერთად დაითხოვოს პარლამენტი არჩევნებიდან 3 თვის ვადაში, რის შემდეგაც დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ გზით მას სურს საქართველოს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზის გამოსწორება
