ტვინზე დაკვირვებით მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მარიხუანაში შემავალი ფსიქოაქტიური ინგრედიენტები ამცირებს  ტვინის იმ ნაწილის აქტივობას, რომელიც ტკივილზეა პასუხისმგებელი. 

აღნიშნული კვლევა მცირე მასშტაბებისაა, მასში სულ 12 მამაკაცი მონაწილეობდა. მონაწილეებს დაალევინეს 15- მილიგრამიანი THC  ტაბლეტი და გადაყვლეფილ კანზე წაუსვეს კრემი, რათა წვა და ტკივილი გამოეწვიათ. ტვინის სკანირებისას გამოიკვეთა, რომ მონაწილეებში ტკივილის შემცირების აღქმისას  მათი ტვინის აქტიურობა შეიცვალა.

მაიკლ ლი, რომელიც აღნიშნლ კვლევას ხელძღვანელობდა, ამბობს :

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ THC–ის მიღების შემდეგ კანი კვლავინდებურად ეწვით, უბრალოდ ტკივილი მათ ნაკლებად აწუხებთ”

მისივე განცხადებით, კვლევა დაგვეხმარება განვსაზღვროთ, ვინ ისარგებლებს მარიხუანის მიღებით ტკივილის შესამსუბუქებლად, იმიტომ, რომ ყველაზე ეს არ მოქმედებს:

“ჩვენ შეგვეძლება განვსაზღვროთ, ვის ექნება რეაქცია მარიხუანაზე, თუმცა საჭიროა კვლევების გაგრძელება იმ პაციენტებში, რომლებსაც ქრონიკული ტკივილები აქვთ.”

მისივე განცხადებით, ზოგიერთ ადამიანზე მარიხუანა ძლიერად ზემოქმედებს ტკივილის შემსუბუქების თვალსაზრისით, ზოგზე ნაკლებად და ზოგზე- საერთოდ არა.

კვლევა დაფინანსებულია ბრიტანეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს და ჯანმრთელობის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის მიერ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *