“ჩვენ პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება ვართ და ვგმობთ ნებისმიერ აგრესიას,  ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს იგი. ოპონენტების მიმართ აგრესია და დაპირისპირება, სამწუხაროდ, წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და დღეს სწორედ ამის შედეგებს ვიმკით. მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, თავი შეიკავონ ყოველგვარი დაპირისპირებისაგან, არ აყვნენ პროვოკაციებს და შეინარჩუნონ სიმშვიდე. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ ყველა კანონდარღვევა და სამომავლოდ აღკვეთონ მსგავსი პროვოკაციები”– ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს ქუთაისში საქართველოს პრეზიდენტი ჩავიდა, რომელიც ჯერ თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა, ხოლო შემდეგ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს. პარალალურად გაიმართა საპროტესტო აქცია, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მხრიდან დეპუტატების შეურაცხყოფას.

 

პრეზიდენტის მრჩეველმა რაფაელ გლუკსმანმა თავის ფეისბუქის გვერდზე დაწერა, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტებმა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მათზე იძალადეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *