გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღიშნული რეჟიმით მოძრაობა ხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვები არ მოქმედებს რიკოთის უღელტეხილზე, აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” საავტომობილო გზების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, რუსუდან ხუბულავამ განუცხადა.

თოვისა და ლიპყინულის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ36–კმ46 (ვერონა–კობაძეები) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37–კმ 56 მონაკვეთში ( ტყიბული–ნიკორწმინდა) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვისა და ლიპყინულის გამო ფონიჭალა–მარნეული–გუგუთის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ76–კმ97 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ136 – კმ158 (ჩუმათელეთი–ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
