ავიგდორ ლიბერმანის თანმდებობიდან წასვლის განცხადება ძალაში სამშაბათს შევა. ყოფილი საგერეო საქმეთა მინსიტრი ამბობს, რომ იმედი აქვს, რომ კვირას იგი აიღებს ყველაზე მოკლე შვებულებას.
ლიბერმანმა პარასკევს, 14 დეკემბერს განაცხადა, რომ გადადგებოდა, რათა შებრძოლებოდა იმ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ ერთი დღით ადრე გაისმა.
თუმცა ლიბერმანი რჩება პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს 22 იანვრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სიაში. მაგრამ სამართლებრივმა პრობლემებმა, რომელიც ლიბერმანს აქვს, შესაძლებელია სირთულეები შეუქმნას, რომ მინისტრის რანგში ემსახუროს მომავალ მთავრობას.
ნეთანიაჰუს და ლიბერმანის პარტიები წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ, რათა ულტრანაციონალისტ პოლიტიკოსს საშუალება მისცემოდა, საკუთარი თავი წარმოეჩინა, როგორც ნეთანიაჰუს მემკვიდრე.
