ევროპარლამენტის პრეზიდენტმა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენლმა დღეს, 1 მარტს, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭების და შეჩერების მექანიზმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას ხელი მოაწერეს.

“რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ჟურნალისტი ბრიუსელიდან, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში საბოლოოდ 8 მარტს გამოქვეყნდება, რომელიც 20 დღის შემდეგ ძალაში შევა, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობა საქართველოს მოქალაქეებს 28 მარტიდან შეეძლებათ.  

 
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი 2 თებერვალს დაუჭირა.  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის სრულად ამოქმედების შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შეეძლებათ შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *