“ქართული ოცნების” წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობით პარლამენტში კოალიციის ექვსი პარტია შედის და ექვსივე პარტია გააკეთებს ფრაქციას:

“სპიკერატში და კომიტეტებში გარკვეულ თანამდებობებზე ცვლილებებზე იყო საუბარი, თუმცა ეს მხოლოდ საუბარი იყო და ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული”, – აღნიშნა ძიძიგურმა.

თუმცა ზვიად ძიძიგურის განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე  პარლამენტის ვიცე სპიკერობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მხოლოდ ოთხი ფრაქცია შეიქმნება, ესენია –“ქართიული ოცნება”, “თავისუფალი დემოკრატები”, “რესპუბლიკელები” და “კონსერვატორები”.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *