“მას ციხეში ყოფნის ვადა გასდის ამა წლის 11 ოქტომბერს, თუმცა პატრიარქის თხოვნის გამო მას ერთი დღით შეუმსუბუქდა სასჯელი და 10 ოქტომბერს დატოვებს საპყრობილეს”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, საპროცესო გარიგება მოხდა პროკურატურასა და თამაზაშვილს შორის სასჯელზე შეთანხმებით:

“თამაზაშვილი თავს დამნაშავედ არ გრძნობს და არ აღიარებს მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას, მაგრამ პროკურატურა წამოვიდა იმ შეთანხმებაზე, რომ აკმაროს სასჯელად ერთი წელი”.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესის სასამართლოს სისხლის  სამართლის საქმეთა პალატამ დღეს, 9 ოქტომბერს დაამტკიცა პროკურორსა და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს შორის დადებული საპროცესო  შეთანხმება და მსჯავრდებულ თამაზ თამაზაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თამაზაშვილი გასული წლის 11 ოქტომბერს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 30 აპრილის განაჩენით, თამაზ თამაზაშვილი მსჯავრდებულ იქნა  ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა– შენახვასა და ტარებაში და მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

 

მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, როდესაც ციხეებში პატიმრების წამების ამსახველი პირველი ვიდეომასალა გავრცელდა, შსს-მ განაცხადა, რომ თამაზ თამაზაშვილი გლდანის #8 საპყრობილის მაღალჩინოსნებს პატიმართა წამებასა და წამების ვიდეოფირზე აღბეჭდვას უკვეთავდა, თუმცა აღნიშნულ საქმეზე თამაზაშვილი სამართალდამცავებს არ დაუკითხავთ და, შესაბამისად, მისთვის არც ბრალი წაუყენებიათ.

 

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავის გამოსვლებში ხაზს უსვამდა, რომ თამაზ თამაზაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი იყო.

 

თამაზ თამაზაშვილის სიძე – ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მინისტრთა კაბინეტში შს მინისტრის პოსტზეა წარდგენილი საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული “ქართული ოცნების” ლიდერის – ბიძინა ივანიშვილის მიერ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *