“დღეს მოხდა “ქართული ოცნების” მიერ ახალი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურების დასახელება, ამიტომ, ბუნებრივია, ამის შემდეგ დაიწყება სამუშაო პროცესი. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მინისტრრთა კაბინეტის ფორმირებამდე და დამტკიცებამდე ორხელისუფლებიანობა არ იქნება. არანაირი პარალელური სტრუქტურები არ შეიქმნება. დღეს საღამოსვე დაიწყება კონსულტაციების რეჟიმი. ფორმირებამდე ყველა სამინისტრო დარჩება ისე, როგორც აქამდე არის”, – აღნიშნა ბაქრაძემ სამუშაო ჯგუფების შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღევანდელი რიგით მეორე სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მოქმედ ხელისუფლებასა და კოალიცია “ქართულ ოცნებას” შორის შედგა მთავრობის კანცელარიაში და 1 საათს გაგრძელდა.
