როგორც გიორგი ტუღუში ამბობს, ციხეებში დაშვება მისი პირადი დებულების საფუძველზე მოხდება, ვინაიდან დღესდღეობით შესაბამისი კანონმდებლობა ასეთი მონიტორნგის ჯგუფის არსებობას არ უშვებს.
“ამის შემდეგ კი, ძალიან დიდი სურვილია იმისა, რომ პარლამენტმა კანონში ცვლილებები შეიტანოს და საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმს რაღაც კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო განუსაზღვროს, სადაც იქნება კრიტერიუმები, რის მიხედვით შევლენ ამ საბჭოში ადამიანები. რა თქმა უნდა, ახლაც ყველა მსურველს ვერ გავუღებთ ციხის კარს,”- აცხადებს გიორგი ტუღუში.
მსურველები, ვისაც უნდა მოხვდნენ მონიტორინგის საბჭოში, სასჯელაღსრულების მინისტრის სახელზე განცხადებას შეიტანენ, რის შემდეგაც მონიტორნგის საბჭოს წევრები შეირჩევიან.
მონიტორინგის ჯგუფის წევრებს ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24– საათიანი მონიტორინგის განხორციელება შეეძლებათ.
ასეთი ჯგუფის შექმნის ინიციატივა მაშინ გაჟღერდა, რაც ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

