“ძალიან დიდი ეჭვია, რომ ეს ისევ ხელისუფლების ახალი ფანდია. რაც შეეხება ჩანაწერებს, სურმავა არაფერ შუაშია და ეს ჩვეულებრივი, ტიპიურია, რომ ისინი ყველაფერს უსმენენ და ყველაფერს იწერენ. ეს კომბინაცია გაკეთებულია ხელისუფლების მიერ, რომ გადაკიდონ გუნდის წევრები ერთმანეთს. თუმცა ეს ყველაფერი დამონტაჟებულია და მსგავსი პრაქტიკაში არ ყოფილა, მაგრამ მთავარი ეს არ არის…  

 

ესეც რომ ყოფილიყო, აქ საოცარი არაფერი არ ხდება, რომ საზოგადოება შოკში ჩავარდეს, აქ კატასტროფა არაფერია. ამით ცდილობენ, როგორმე გადაფარონ ის წამებები, რაც ჩვენ ვნახეთ და რომელმაც მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო. ამ დანაშაულებრივი ინფორმაციის გადაფარვა უნდათ. ამ დროს არაფერი ხდება, ყველაფერი მათივე დამონტაჟებულია, ჩვენ გვაქვს მეგობრული გუნდი. “ფეისბუკსაც” უსმენენ და მინდა ყველა მომხმარებელი გავაფრთხილო, რომ ნებისმიერს შეუძლიათ ვირუსი შეუგზავნონ. ჩემს ოჯახშიც იყო ეს, ჩვენს გუნდშიც იყო ეს. ამაში არიან მაგრები”, – განაცხადა  ივანიშვილმა “მე-9 არხზე”, გადაცემაში “ხაზზეა საქართველო” სტუმრობისას.  

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე აუდიოჩანაწერი, ბესო სურმავას სახელით, გუშინ, 27 სექტემბერსაც გავრცელდა. გავრცელდა ასევე თავად ბესო სურმავას ვიდეოჩანაწერიც, რომელიც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია.

სურმავას მეუღლე აცხადებს, რომ აღნიშნული მასალების გამოქვეყნების შემდეგ სურმავა გაუჩინარებულია და მხოლოდ ერთხელ, ტელეფონით  ესაუბრა ოჯახ. ოჯახს აქვს ეჭვი, რომ ის სამართალდამცავებს ჰყავს დაკავებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *