“ნაციონალუირ მოძრაობის” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ფესიბუქში, თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისნის რაიონისთის ჰიმნის სპეციალურად დღევანდელი დღისთვის დაიწერა.

დეპუტატობის კანდიდატის გვერდის ცნობით, დღეს, 9 სექტემბერს ისნის სპორტულმა ოლიმპიადამ სტარტი მეტრო “300 არგველებთან” აიღო. მარათონში ისნელებთან ერთად მონაწილეობა ამავე რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვაშაძემაც მიიღო. მარათონის გამარჯვებულებს მედლები სწორედ მან გადასცა. რაც შეეხება ჰიმნს, ის ამ დღისთვის სპეციალურად დაიწერა, თუმცა, უცნობია, როდის ექნება საზოგადოებას მისი მოსმენის შესაძლებლობა. 

ისანში გამართული ოლიმპიადის შედეგები/ფოტო: გიორგი ვაშაძის პრესსამსახური
ისანში გამართული ოლიმპიადის შედეგები/ფოტო: გიორგი ვაშაძის პრესსამსახური

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *