გამოცემა ინტერფაქსის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით, რუსეთის ფედერაცია მზად არის განიხილოს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების საკითხი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის.  

 

პუტინი განმარტავს, რომ ისტორიული სამშობლოს განვითარებისთვის ყოფილ თანამემამულეთა როლის გაზრდა აუცილებელია. 

 

2009 წელს რუსეთის ფედარაციის კანონმდებლობაში შეჩერდა ნორმა, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას ითვალსიწინებდა. თუმცა ეს ნორმა მაშინ მხოლოდ იმ პირებს შეეხო, რომლებიც 2002 წლის 1 ივლისამდე რუსეთში იმყოფებოდნენ. 

 

ახალი ნორმა კი ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ცხოვრობდა, ან საბჭოთა კავშირიდან საზღვაგარეთ იყო წასული. ასევე, რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება საბჭოთა მოქალაქეების შთამომავლებსაც შეეხება. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *