“მიმდინარე წლის 5 ივნისს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის მიერ ასურეთობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობის სადღესასწაულო სუფრით გამასპინძლების შესახებ.
კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წინასწარი შეფასებით, აღნიშნული ფაქტის შესწავლა ექცევა მონიტორინგის მანდატის ფარგლებში. შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური გააგრძელებს ამ ფაქტთან დაკავშირებით გარემოებების გამოკვლევას და შედეგების თაობაზე ინფორმაციას დამატებით აცნობებს საზოგადოებას.
მონიტორინგის სამსახური ითანამშრომლებს ყველა დაინტერესებულ პირთან ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების პროცესში,”– ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ დღეს, 6 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს გამოცემა info9.ge –მ გაავრცელა მასალა, საიდანაც ირკვევა, რომ დეპუტატი წინაარჩევნოდ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის მოსახლეობას გაუმასპინძლდა.
