საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 10 მაისს  გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ფინანსური დეკლარაციის წარდგენისას შემდეგი ხარვეზები დაუდგინდა:

  • საბანკო ამონაწერში ფიქსირდება იჯარასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ტრანზაქცია (შპს ძველი უბანი-17524 ლარი) და არ არის წარმოდგენილი რეგიონული ოფისების იჯარის ხარჯები.
  • ასეევე საბანკო ამონაწერში ფიქსირდება მხოლოდ გაზეთის ბეჭვდისა და გამოცემის ხარჯები (შპს საგამომცემლო ცენტრი საერთო სიტყვა – 130 000 ლარი) და არ ჩანს, თუ რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ფიზიკური პირების მიერ გაზეთების გავრცელება.
  • წარმოდგენილი ინფორმაციებიდან საერთოდ გაურკვეველია ორგანიზაციის სიმბოლიკის ამსახველი მაისურების დამზადებისა და გავრცელების ხარჯები.
  • აქტივების რეესტრი არასწორადაა შევსებული (ტექნიკური);

კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სხვადასხვა ხარვეზებით წარადგინეს ფინანსური დეკლარაციები სხვა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, რომელთა შორის ნაციონალური მოძრაობაცაა, რომლის ორი ტრანზაქციის საკითხია გასარკვევი.

      პოლიტიკური პარტიები და სუბიექტები დეკემბრის შემდეგ არიან ვალდებული, წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები კონტროლის პალატას, რადგანაც ცვლილებები შევიდა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *