ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე ამომრჩეველთა სია ივლისის ბოლომდე უნდა განახლებულიყო, თუმცა საიტზე ჯერ ისევ ძველი ინფორმაცია იძებნება.

ცესკო-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ვებ-გვერდზე ამომრჩეველთა განახლებული სია 2-3 დღეში იქნება ხელმისაწვდომი:

“ჩვენ უკვე გადმოგვეცა და 15 ივლისს კიდევ უნდა გადმოეგზავნათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განახლებული სია შესაბამისი უწყებებიდან, რომლებსაც კანონმდებლობა ავალდებულებს სიების წარმოდგენას. ამ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობს სიის განახლებაზე: მოწმდება ინფორმაცია და ხდება უბნების, ოლქების მიხედვით დაყოფა. ჩვენს ვებ-გვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ამომრჩეველთა სია ხელმსაწვდომი 2-3 დღეში იქნება.”

ამომრჩეველთა სიები და მისი ნახვა ცესკოს სპეციალურ საიტზე: voters.cec.gov.ge-ზე იქნება შესაძლებელი. სიები ხელმისაწვდომია უნდა იყოს, როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე საარჩევნო ბლოკებისთვის, დამკვირვებლებისა და პარტიებისთვის.

Join the Conversation

2 Comments

  1. გამარჯობათ მე ვიმყოფები ვარშავაში და სად როგორ მივცე ხმა არჩევნებზე

  2. ჩემი ახალი მისამართია _ბათუმი რუსთაველის ქ 61 ბინა 25

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *