უნდა დარჩეს თუ არა ბრიტანეთი ევროკავშირში – ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია და ახლა რეფრენდუმის შედეგებს ითვლიან
23 ივნისს, რეფერენდუმის დღეს, უბნებზე მისულ ბრიტანეთის მოქლაქეებს შემდეგ შეკითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი: “უნდა დარჩეს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრად, თუ უნდა დატოვოს ევროკავშირი?”
ეგზითპოლები არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ვისაც აინტერესებს, სურს თუ არა ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენა, რეფერენდუმის საბოლოო შედეგს უნდა დაელოდოს.
სავარაუდოდ, შედეგები 24 ივნისს, დილით გახდება ცნობილი.
ონლაინ გამოკითხვაში, რომელიც YouGov-მა ჩაატარა, 5 000 გამოკითხულიდან 52% მომხრეა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩეს. Ipsos Mori-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში კი ევროკავშირიდან გასვლას 46% უჭერს მხარს, დარჩენას – 54%.
ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ლიდერი ლონდონის ყოფილი მერი ბორის ჯონსონია, ხოლო დარჩენას მხარს უჭერენ პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და ლეიბორისტები.



![გულსაბნევი წარწერით "ხმა მიეცი [ევროკავშირიდან] გასვლას" © EPA 23.04.2015](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/06/epaaa.jpg)

![სლოგანი "მიეცი ხმა [ევროკავშირში] დარცენას" © EPA 23.04.2015](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2016/06/epaaaaaaaa.jpg)
