6 ივნისს მუსლიმებისთვის რამადანის წმინდა თვე დაიწყო. წმინდა რამადანი ერთი თვე გრძელდება. მარხვა მუსლიმს სულისა და გონების მობილიზაციას ავალდებულებს. მან დღის საათებში ყოველგვარი ფიზიკური სიამოვნებისგან თავი უნდა შეიკავოს – ჭამისგან, სმისგან და სქესობრივი ცხოვრებისგან, ამ აკრძალვებისგან იგი თავისუფლედება მზის ჩასვლის შემდეგ, თუმცა მორწმუნეს ღამის საათებშიც მხოლოდ სიკეთის ქმნა მართებს. მარხვა 30 დღის მანძილზე გრძელდება და სამდღიანი ზეიმით მთავრდება.
გთავაზობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამადანის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტოსააგენტო ეპა-ზე დაყრდნობით. ფოტოებში ჩანს, როგორ ლოცულობენ და ემზადებიან მუსლიმები ღამისთვის.



























