მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ტელეკომპანია “რუსთავი 2”–ის ოპერატორი გაათავისუფლეს.

ტელეკომპანიის განცხადებით, დაკავებული ოპერატორი დღეს დილას ოქმის შედგენისა და 500– რუბლიანი ჯარიმის გადახის შემდეგ გამოუშვეს.

შეგახსენებთ, გუშინ მოსკოვში 4 დეკემბრის რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და პუტინის მმართველობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. თუმცა, რუსმა სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის 600-მდე მონაწილე დააკავეს.

მათ შორის იყვნენ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები. უმეტესი მათგანი უკვე გათავისუფლებულია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *