სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ალა ჯიოევას მხარდასაჭერ მიტინგზე მთელი ღამის განმავლობაში დაახლოებით 700–მდე ადამიანმა გაათენა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “
რია–ნოვოსტი” აქვეყნებს.
გუშინ ალა ჯიოევამ შეკრებილებს სახლში წასვლისკენ მოუწოდა.
“კონსტრუქციული მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. ახლა წადით სახლში, გამოიძინეთ და ხვალ განვაახლოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით,” – ამ სიტყვებით მიმართა ჯიოევამ ღამით შეკრებილებს.
ჯიოევამ ცხინვალის ე.წ. უზენაესს სასამართლოში შეიტანა სარჩელი იმ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად, რომლის თანახმადაც დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად ცნეს.
ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ჯიოევა სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყებასაც აპირებს, რომელშიც კოკოითის მთავრობა და რუსეთიც იქნება ჩართული.
ამავე თემაზე: