ნეტგაზეთის ინფორმაციით, ქუთაისში, ბალახვანის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო კიდევ ერთი ბავშვი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც ნეტგაზეთის რეპორტიორი იტყობინება, ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, 29 აპრილს, დაახლოებით 22:30 საათზე მოხდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *