“სახელმწიფო ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი “ქართული ოცნების” პარტიულ მანქანას ხმარდება იმისათვის, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიამ შეინარჩუნოს ძალაუფლება წლევანდელი არჩევნების შემდეგ,”- ეს განცხადება ახალი პოლიტიკური ცენტრის – “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა:
“ხელისუფლება ისედაც იყენებს და ისედაც გამოიყენებდა ადმინისტრაიულ რესურსს მიუხედავად იმისა, არჩევნები 8 ოქტომბერს დაინიშნებოდა, თუ 28 ოქტომბერს. ბიუჯეტიდან დახარჯული ფულის დიდი ნაწილი, მათ შორის პროგრამებია – ააშენე და გაარემონტე, დარგე, გადადრგე, დახანი და ასე შემდეგ, ეს ფული არის იმისთვის, რომ საზოგადოების გარკვეული სეგმენტი მოისყიდონ, რათა შემდეგ არჩევნებზე მისცენ ხმა,”- აღნიშნავს ჯაფარიძე.
პრეზიდენტის განკარგულებების მიხედვით, მორიგი საპარლამენტო არჩევნები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.
ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ორივე განკარგულება ძალაში 8 აგვისტოდან შევა.
