ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში NGO-ების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

26 იანვარი, 2016 • 1819
პრემიერი: ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში NGO-ების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება. მან კრიტიკულად მნიშვნელოვანი უწოდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობას.

“ჩვენ გვინდა, რომ მმართველობა საქართველოში კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს. საზოგადოების სხვადასხვა ფენების ჩართულობა იყოს კიდევ უფრო მაღალი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება იქნება მმართველობითი რეფორმა, რომელიც ითვალისიწნებს გამჭვირვალობის ზრდას და მაქსიმალურ ჩართულობას. რა თქმა უნდა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი გააწყვეტილებების მიღების პროცესში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი