ახალი ამბები

კვირიკაშვილი: შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი პრორუსული პროპაგანდის გამო

28 დეკემბერი, 2015 • 1719
კვირიკაშვილი: შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი პრორუსული პროპაგანდის გამო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმირესობასთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოში პრორუსული პროპაგანდის გაზრდის გამო, თუმცა არ სმენია იმის შესახებ, რომ პრორუსული მედია საბიუჯეტო დაფინანსებას იღებდა 2013-2014 წლებში. 

საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აბსურდია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლება რუსულ მედიას აფინანსებს.

პარლამენტარმა სერგო რატიანმა კვირიკაშვილს უპასუხა, რომ ხელისუფლება აფინანასებს ობიექტივს, ხოლო ეკა ხერხეულიძე მას დაპირდა, რომ გაუგზავნის კვლევის შედეგებს, რომლებიც ადასტურებს, რომ პრორუსული მედია საქართველოს ხელისუფლებისგან ფინანსდება.

“თუ შეიძლება გამომიგზავნეთ, მაგრამ ეს არის აბსურდი. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. მე თითონ შეშფოთებული ვარ ქვეყანაში გაზრდილი რუსული პროპაგანდის გამო. ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მედიის განვითარების ფონდის მიერ 2015 წლის კვლევის “საბიუჯეტო სახსრები სიძულვილის ენისა და ანტიდასავლური განწყობების გამავრცელებელ მედიაში” მიხედვით, იმ მედიებს, რომლებიც გამოირჩევიან ანტიდასავლური პოლიტიკით, 2013-14 წლებში საბიუჯეტო დაფინანასება აქვთ მიღებული.
კვლევაში ასეთი მედიები არის: გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ (63 923, 33 ლარი), მედია-კავშირი „ობიექტივი“ (52 167,84 ლარი), „ალია“ ჰოლდგინგში შემავალი გამოცემები: გაზეთები „ალია“ და „კვირის ქრონიკა“ (48 650 ლარი – არასრული მონაცემი8 ), ასევე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ (1 200 ლარი). შპს „ეტალონ-მედიას“ 2015 წელს გადაცემის მოსამზადებლად, რომელიც „ობიექტივის“ ეთერში გადის, 68 616.01 ლარი აქვს მიღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი