ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

უფლებადამცველი არიფ იუნუსი ციხიდან გაათავისუფლეს

12 ნოემბერი, 2015 • • 1258
უფლებადამცველი არიფ იუნუსი ციხიდან გაათავისუფლეს

30 ოქტომბერს საპატიმროში მისი ჯანმრთლოების მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა, გამოცემის ცნობით, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 

 

ბაქოს სასამართლომ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს 8,5 და მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წელი თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია რამდენიმე თვის წინ მიუსაჯა. სასამართლომ არიფ იუნუსი დამნაშავედ ცნო თაღლითობაში. იუნუსებისა და სხვა უფლებადამცველების დაკავების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლებას საერთაშორისო საზოგადოება აკრიტიკებს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი