ახალი ამბები

ივანიშვილი: ჩემი გადაცემა “საზოგადოება 2030” GDS-ის ეთერით გავა

8 ნოემბერი, 2014 • • 1309
ივანიშვილი: ჩემი გადაცემა “საზოგადოება 2030” GDS-ის ეთერით გავა

ივანიშვილის განცხადებით, ანალიტიკური გადაცემა იქნება ყოველდღიური.

“ტელეპროექტი 2030 გვექნება, ყოველკვირეული ანალიტიკური გადაცემა იქნება GDS-ზე. ალბათ ყოველდღიური, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით იქნება რაღაც დროით ეს ანალიტიკური გადაცემა. სადაც სამი ანალიტიკოსი და კიდევ ჩვენი ჯგუფიდან, საზოგადეობა 2030-დან მოწვეული, ასევ გარედან, საინტერესო პიროვნებებთან ერთად მოხდება ანალიზი საინტერესო მოვლენების”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში.

 

ივანიშვილის თქმით, გადაცემაში ისაუბრებენ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ კვირაობით, ერთი საათით თავადაც გაუძღვება სამ წამყვანთან ერთად გადაცემას.

 

“კვირაობით მე მოვახერხებ ერთი საათის განმავლობაში სამ წამყვანთან ერთად ძირითადი ანალიზი გავაკეთო. მე წამყვანი არ ვიქნები, თუმცა წამყვანებთან ერთად ვიქნები. მე თანაწამყვანობა როცა ვთქვი, ძალიან ბევრს არ მოეწონა, ბევრს. ამაში ტრაგედიას არ ვხედავ, ამის შესრულება რომ მომიწიოს”, – ამბობს ივანიშვილი.

 

ყოფილი პრემიერის აზრით, მისი გადაცემა საზოგადეობას “კვალიფიციური ანალიზს” მიაწვდის. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არ მოერიდება საქართველოს მთავრობის კრიტიკას.

მასალების გადაბეჭდვის წესი