ახალი ამბები

ლევან ჯავახიშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა

7 ოქტომბერი, 2014 • • 5831
ლევან ჯავახიშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა

“იმედი”… არხი, რომელიც მიყვარს და მგონია, რომ რაღაცნაირად სულითხორცამდე იმედის ვარ და იმედი ჩემია… აქამდე მხოლოდ სამ ტელევიზიაში მიმუშავია, 1 არხზე- 2000-2003წ.წ. იმედი -2003-2007წ.წ. 2009-2012 -ისევ 1 არხი, 2013- მე-9 არხი და 2013-2014 -ისევ იმედი. დღემდე ვამბობ, რომ იმედელი ვარ! მიყვარს ძველი იმედი (2003-2007), ყველაზე მაგარი გუნდი, რაც კი ტელესივრცეში ყოფილა… და დავბრუნდი იმედში დიდი იმედებით.. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი და არხის გზები გაიყარა.. ერთმანეთს ახალ არხზე TVS-ზე შევხვდებით, რომელიც ჯერ ფეხს იდგამს”,- დაწერა ჯავახიშვილმა ფეისბუკზე.


ტელეწამყვანმა არ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, რატომ დატოვა “იმედი”:


“სტატუსში დავწერე ყველაფერი.. რაიმე სხვა განცხადების გაკეთებას არ ვგეგმავ.. ერთადერთი გული დამწყდა, რომ ასე გავიყარეთ მე და “იმედი””, – უთხრა ჯავახიშვილმა ნეტგაზეთს.


“იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი მაია თაბაგარი კი აცხადებს, რომ ლევან ჯავახიშვილმა არხის დატოვების გადაწყვეტილება თვითონ მიიღო:


“მგონი, მან ახალი შეთავაზება მიიღო და იმიტომ. მე მითხრა ლევანმა, რომ აქვს შემოთავაზება, ფიქრობს და ბოლოს თვითონ მიიღო გადაწყვეტილება”, – უთხრა ნეტგაზეთს მაია თაბაგარმა.


იმედი ჯავახიშვილმა დატოვა
იმედი ჯავახიშვილმა დატოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი