ახალი ამბები

დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიებს სარეკლამო sms-ების გაგზავნის შეწყვეტა მოთხოვონ

1 სექტემბერი, 2014 • 1238
დღეიდან მოქალაქეებს შეუძლიათ კომპანიებს სარეკლამო sms-ების გაგზავნის შეწყვეტა მოთხოვონ

თუ კომპანიები მოქალაქეთა მიმართვაზე სათანადო რეაგირებას არ განახორციელებენ, 1 ნოემბრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებით მიმათონ პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატს.  

 

ცვლილებები შევიდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 1 აგვისტოს მიიღო 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის გარდა ცვლილებები შევიდა 7 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტსა და პარლამენტის რეგლამენტში, რომლის საფუძველძეც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილება გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი