ახალი ამბები

რუსი დეპუტატი, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა, თბილისში შემოუშვეს

11 იანვარი, 2019 • 3131
რუსი დეპუტატი, რომელიც ცხინვალში იმყოფებოდა, თბილისში შემოუშვეს

რუსი დეპუტატი არსენ ფაძაევი 9-10 იანვარს თბილისში იმყოფებოდა. “ნეტგაზეთის”  მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გასულ წელს ის იმყოფებოდა ცხინვალშიც, რაც იმას ნიშნავს, რომ მან სავარაუდოდ დაარღვია საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

არსენ ფაძაევი არის რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი ჩრდილოეთ ოსეთიდან. წინა წლებში იყო “ედინაია რასიას” წევრი და რუსეთის პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი, 2000 წლის არჩევნებზე კი, ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილი პირი ჩრდილოეთ ოსეთში.

“ნეტგაზეთისთვის” უცნობია, დატოვა თუ არა უკვე საქართველო რუსმა დეპუტატმა, თუმცა ინსტაგრამზე მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების მიხედვით ფაძაევი 9-10 იანვარს თბილისში იმყოფებოდა.

რუსი დეპუტატი, რომელიც  ოლიმპიური ჩემპიონი გახდა 1988 წელს  თავისუფალ ჭიდაობაში, ინსტაგრამზე წერს, რომ თბილისში მეგობრების მიწვევით ჩამოვიდა თავისუფალ ჭიდაობაში ჩემპიონატზე დასასწრებად. ინსტაგრამზე ის ქართულ-რუსულ მეგობრობაზე წერს და ორ ვიდეოს აქვეყნებს, რომლებზეც ქართველი სპორტსმენები არიან ასახული.

“ეს ხალხი, როგორც ბევრი სხვა, ძალიან თბილად საუბრობს რუსეთსა და ოსეთზე, ყოველთვის მოუწოდებენ ძმური და მეგობრული ურთიერთობებისკენ. მე მათ სრულიად ვუჭერ მხარს. სპორტი აერთიანებს!”- წერს ფაძაევი.

 

View this post on Instagram

 

По приглашению своих друзей нахожусь на Чемпионате Грузии по вольной борьбе в г. Тбилиси. ᅠ На видео говорят: Роман Руруа – чемпион Олимпийских игр и серебряный призёр, четырёхкратный чемпион мира, шестикратный чемпион СССР, Вахтанг Благидзе – чемпион Олимпийских игр, чемпион Европы и мира, обладатель Кубка мира, чемпион СССР и Руслан Бестолов. ᅠ Эти люди, как и многие здесь, очень тепло отзываются о России и об Осетии, всегда призывают к братским и добрососедским отношениям. И я их полностью поддерживаю! ᅠ Спорт объединяет!

A post shared by Арсен Фадзаев (@fadzaev_arsen) on

 

 

View this post on Instagram

 

Говорят, что в мире нет ничего лучше и приятнее дружбы, а если исключить её из нашей жизни – это всё равно, что лишить мир солнечного света. ᅠ Я благодарен Богу за те долгие годы, которые мне посчастливилось быть частью великой команды Советского Союза по вольной борьбе, где взаимопонимание и поддержка, мужское братство и взаимоуважение являлись основополагающими, базовыми принципами, на которых строилось всё остальное. Это, наверное, было характерно не только для нашей команды, а являлось своего рода особенностью того времени. ᅠ Сегодня, несмотря на какие-либо внешние факторы, мы продолжаем так же искренне дружить, так же искренне радоваться успехам друг друга, разделять трудные моменты жизни. Совсем недавно Давид Гобеджишвили приезжал на похороны Сослана Андиева и выступал на траурном митинге, был почётным гостем на Международном турнире «Аланы». Теперь он пригласил меня к себе в Грузию. ᅠ Дорогие подписчики! Я от всей души хочу пожелать вам верных и надежных друзей, самим быть хорошими и достойными товарищами! Без этого наше существование вряд ли имеет хоть какой-то смысл. Согласны?

A post shared by Арсен Фадзаев (@fadzaev_arsen) on

2018 წლის 21 აპრილს კი არსენ ფაძაევი ცხინვალში იმყოფებოდა. მისი ვიზიტის ამსახველი ვიდეო ფაძაევს ინსტაგრამზევე აქვს გამოქვეყნებული, სადაც წერს:

“ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან ერთად სამხრეთ ოსეთში რიგი შეხვედრები გავმართეთ, მათ შორის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩთან, მურატ კულახმეტოვთან, ასევე ადგილობრივ პარლამენტარებთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების საკანონმდებლო ზომები. გარდა ამისა, მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს პეტრე გასიევს თხოვნით გამოყოს საზოგადოების მისაღები ადგილი, რათა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ შეძლოს პირდაპირ მოგვმართოს”.

საქართველოს კანონით ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:

ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

 

View this post on Instagram

 

Вместе с делегацией Совета Федерации провели в Южной Осетии ряд встреч, в том числе с Послом России в республике Маратом Кулахметовым, а также с местными парламентариями, в ходе которых подробно обсудили меры по законодательному обеспечению Договора о союзничестве и интеграции между Россией и Южной Осетией. ᅠ Помимо этого обратился к Председателю Парламента Петру Гассиеву с просьбой выделить место для общественной приёмной, чтобы жители Южной Осетии могли обращаться к нам напрямую.

A post shared by Арсен Фадзаев (@fadzaev_arsen) on

კანონის თანახმად ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.

ფაძაევი ცხინვალში გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტიდან სავარაუდოდ არ შესულა. შესაბამისად, “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, როგორ აღმოჩნდა ფაძაევი ამჟამად თბილისში და რა ღონისძიებები გაატარეს სამართალდამცველებმა. თუმცა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი არ მიგვიღია და მას მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი