ახალი ამბები

უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ჩამოვიდა

5 ივნისი, 2018 • 4434
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საპატრიარქოში რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი ჩამოვიდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელი უკრაინის ეკლესიის საქმეებზე სასაუბროდ ეწვია.

“დღეს საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, ამავე საკითხზე უახლოეს პერიოდში საქართველოს ეკლესიას ეწვევა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლობა.

უკრაინული გამოცემის “უნიანის” ცნობით, უკრაინის პრეიდენტი პორშენკო იმედოვნებს, რომ 2018 წლის ივლისისთვის კიევის ეკლესია ავტოკეფალიას მოიპოვებს. 2018 წლის 28 ივლისს კიევის რუსეთის გაქრისტიანების 1030 წლისთავს ზეიმობენ.

უკრაინისა და რუსეთის ეკლესიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიყო, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კიევის საპატრიარქო პატრიარქ ფილარეტის მეთაურობით დე ფაქტო დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა მას არ სცნობენ ოფიციალურად არც გავლენიანი რუსეთის საპატრიარქო და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

მასალების გადაბეჭდვის წესი