თბილისში “ლიბერთი” ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, რობაქიძის გამზირზე “ლიბერთი” ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც “ნეტგაზეთს” კომპანიაში განუცხადეს, ბანკის ფილიალს თავს დაესხა ერთი შეიარაღბული პირი, თუმცა მათთვის ჯერჯერობით უცნობია, მოახერხა თუ არა თანხის გატაცება. “ლიბერთი” ბანკში ამბობენ, რომ ფილიალში აუდიტის სამსახური დაიწყებს მუშობს.

“ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.