ახალი ამბები

ივანიშვილი: ჭარბი ნდობა მაქვს საზოგადოებისგან

2 ოქტომბერი, 2013 • 1143
ივანიშვილი: ჭარბი ნდობა მაქვს საზოგადოებისგან

“რა არ მოგწონთ ჩემს გამონათქვამებში და გავლენაში? რა ცუდი გავლენა უნდა მქონდეს? სად ნახეთ? რა შენიშვნები გაქვთ? რა გამიკეთებია ცუდი, რომ მომავალში გავაკეთო?”

 

კითხვების ჩამოყალიბების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა თავად უპასუხა მათ: “რა თქმა უნდა, მე მექნება ძლიერი გავლენა!” თუმცა პრემიერი იქვე აზუსტებს, რომ ეს არ იქნება არაფორმალური ზეგავლენა ხელისუფლებაზე. 

 

“ჭარბი ნდობა მაქვს საზოგადოებისგან და საზოგადოების ნაწილი გავხდები. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების მუხტს და ძალას გავაძლიერებ და იქიდან მოვთხოვ ხელისუფლებას, მაგრამ არა კულისებიდან და სარდაფიდან, ამას როგორ ვიკადრებ?”

 

ეს განცხადებები ბიძინა ივანიშვილმა დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების ხელმძღვანელებთან და თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი