ახალი ამბები

პატრონმა თავისი ლეკვი ლოტკინის დასახლებაში დანაწევრებული იპოვა

23 თებერვალი, 2018 • 4765
პატრონმა თავისი ლეკვი ლოტკინის დასახლებაში დანაწევრებული იპოვა

დღეს, 23 თებევრალს, ლოტკინის დასახლებაში პატრონმა თავისი ლეკვი დანაწევრებული იპოვა. სოციალურ ქსელში დასახიჩრებული და მკვდარი ცხოველის ფოტომასალა თეო გუზიტაშვილმა გაავრცელა, რის საფუძველზეც პოლიციამ დაუყოვნებლივ დაიწყო აღნიშნული შეთხვევის შესწავლა.

“არ მაინტერესებს, რას იტყვით ამ ფოტოებზე. სასწრაფოდ მინდა საჭირო ინფორმაცია, თუ ვის უნდა მოვთხოვოთ ამ დროს პასუხი? შოკში ვარ… ამასაც ძლივს ვწერ და სულ არ მაინტერესებს, ვინ ჩაიდინა – ბავშვმა, ქალმა თუ კაცმა! ეს უნდა დასრულდეს და დაისაჯონ! ამ ლეკვს დედამისთან ერთად მე და ჩემი დაქალი ვუვლიდით და ვპატრონობდით,” – წერს თეო სოციალურ ქსელში.

ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.

[red_box]ნეტგაზეთის სიახლეები ცხოველთა დაცვაზე[/red_box]

ამბის გაგრძელება: 25 თებერვალს, თბილისში, პარლამენტთან ცხოველთა დამცველები საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი დამნაშავის დასჯას და ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე კანონის გამკაცრებას მოითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი