თბილისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი აღმოაჩინეს – შსს

შინაგნ საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს. 22 თებერვალს, დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალის ცხედარი. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ცხედარს, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

შსს აცხადებს, რომ გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – ის არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო,”- აცხადებს უწყება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი