ახალი ამბები

მწერლები “ბახალას” განაჩენზე: მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს

24 იანვარი, 2018 • 5245
მწერლები “ბახალას” განაჩენზე: მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს

მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას განაჩენს მწერლები, მთარგმნელები პოეტები და გამომცემლები განცხადებით ეხმაურებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სასამართლომ, გიორგანაშვილის მსგავსად, საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს მიუსაჯა 8 წელი.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ მწერლების განცხადებას:

“23 იანვარს მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. სულ რამდენიმე დღის წინ კი მოსამართლემ გირაოთი გამოუშვა სამი ადამიანის სასიკვდილოდ გამეტებელი ადამიანი.

ქართული სასამართლო არ არსებობს, მან დემონსტრაციულად გამოიჭრა ყელი. სამაგიეროდ, ზედმეტად არსებობს ძალოვანი უწყებები, რომელთა წმინდა მისია მოქალაქეების ცემა-ტყეპა,  ნაცემი ადამიანის დისკრედიტაცია, ნარკოტიკების ჩადება და შანტაჟია.

ჩვენ გვახსოვს, ძალოვნების აბსტრაქტული მუნდირის შებილწვის გამო ნარკოტიკი როგორ ჩაუდეს „ბირჟა მაფიის“ წევრებს და ახალგაზრდა ბიჭები 20-წლიანი ციხისთვის გაამეტებინეს ამორალურ მოსამართლეს.

ჩვენ გვახსოვს, რომ ძალოვნებმა და მოსამართლეებმა მომავალი გაუუქმეს ახალგაზრდებს და რომ არა სახალხო პროტესტი, 20 წელს სინდისის შეუწუხებლად მოახდევინებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ახალგაზრდა, უდანაშაულო ადამიანებს.

ჩვენ გვახსოვს, სისტემამ როგორ აღიარა, რომ ნარკოტიკები ჩაუდეს „ბირჟა მაფიას“, მაგრამ დღემდე ერთი კაციც არ დასჯილა.

ჩვენ გვახსოვს, რომ გუშინ, 23 იანვარს, სისტემამ ნარკოტიკი ისევ ჩაუდო უდანაშაულო, კანონმორჩილ ადამიანს და მას მომავალი გაუუქმა.

ჩვენ გვახსოვს, რომ საქმე ნარკოტიკებში კი არა, ჩადების პრაქტიკაშია და თუ სისტემას არ მოეწონები, მეგობრის ცხედარს აღმოგიჩენენ გულისჯიბეში. ამიტომაც ვამბობთ: ჩადების პოლიტიკა უნდა დამთავრდეს და ეს მოძალადე სისტემა უნდა ამოყირავდეს!

გუშინ, 23 იანვარს, მოსამართლემ 8 წელი მიუსაჯა საქართველოს ყველა კანონმორჩილ მოქალაქეს. და ამ წამიდან საქართველოს ყველა კანონმორჩილი და 8-წელმისჯილი მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს ქუჩაში და ”უროთი დაანგრიოს“ მოძალადე, ცილისმწამებელი და რეგრესული სისტემა”- ნათქვამია განცხადებაში,

ნესტან-ნენე კვინიკაძე, მწერალი

გვანცა ჯობავა, გამომცემელი

შოთა იათაშვილი, პოეტი

ნინია მაჭარაშვილი, გამომცემელი

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, მწერალი

ზვიად კვარაცხელია, გამომცემელი

მაია კუდავა, გამომცემელი

ქეთი ქანთარია, მთარგმნელი

დავით გორგილაძე, მწერალი

ზვიად რატიანი, პოეტი

ბელა ჩეკურიშვილი, პოეტი

პაატა შამუგია, პოეტი

დავით სამნიაშვილი, მწერალი

ივა ფეზუაშვილი, მწერალი

თინა მამულაშვილი, გამომცემელი

ტორესა მოსი, მწერალი

არჩილ ქიქოძე, მწერალი

გიორგი მაისურაძე, მწერალი

გაგა ნახუცრიშვილი, პოეტი

ხათუნა ცხადაძე, მთარგმნელი

კატო ჯახავიშვილი, პოეტი

ბექა ქურხული, მწერალი

დიანა ანფიმიადი, პოეტი

ნატო ინგოროყვა, მწერალი

ბაჩო კვირტია, მწერალი

დათო ქარდავა, მწერალი

რატი ამაღლობელი, პოეტი

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე

ჯაბა ზარქუა, მწერალი

შალვა ბაკურაძე, პოეტი

დალილა გოგია, მთარგმნელი

ირაკლი ლომოური, მწერალი

ნინო ბექიშვილი, მთარგმნელი

თემურ ჩხეტიანი, პოეტი

ეკა ქევანიშვილი, პოეტი

ზურა აბაშიძე, მწერალი

ფარნა-ბექა ჩილაშვილი, მთარგმნელი

მაკა ლდოკონენი, მწერალი

ნინო სადღობელაშვილი, მწერალი

ლაშა ბუღაძე, მწერალი

თამარ ბაბუაძე, მთარგმნელი

ხათუნა თავდგირიძე, მწერალი

შორენა შამანაძე, მთარგმნელი

დავით რობაქიძე, პოეტი

ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი

ზურაბ პაპიაშვილი, მწერალი

ლუკა ბაქანიძე, მწერალი

თამარ კვიჟინაძე, მთარგმნელი

მასალების გადაბეჭდვის წესი