ახალი ამბები

პატრიარქის ეპისტოლე: აუცილებელია, შემუშავდეს ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს

7 იანვარი, 2018 • 6080
პატრიარქის ეპისტოლე: აუცილებელია, შემუშავდეს ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს

უნდა შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს ნარკოტიკისაგან დაიცავს – ამის შესახებ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, რომ აღნიშნულისათვის საჭიროა რიგი ღონისძიებების გატარება, მათ შორის მოზარდთა ცნობიერების ამაღლება და სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობა:

“ადამიანი ცდილობს, გაექცეს ამ რეალობას, მაგრამ გზააბნეული ხსნას ძირითადად ნარკოტიკის მოხმარებაში ხედავს, რითაც მდგომარეობას კიდევ უფრო ირთულებს.

აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით. ამასთან, უნდა აშენდეს სარეაბილიტაციო ცენტრები, სასკოლო  ასაკიდანვე უნდა მოხდეს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და გატარდეს სხვა ღონისძიებები.

მაშინ, როდესაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დგას, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულება გვმართებს, რათა აღნიშნული პრობლემისადმი სწორი კომპლექსური მიდგომა განხორციელდეს და რეალური, შედეგის მომტანი ნაბიჯები გადაიდგას”.

ეპისტოლეს ბოლოს პატრიარქმა შობა აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს, უდინებს, ასირიელებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს და ლეკებს მიულოცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი