ახალი ამბები

შილდაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

18 ოქტომბერი, 2017 • 1986
შილდაში ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ყვარელში, სოფელ შილდაში ახალგაზდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. რუსთავი 2-თან საუბრისას ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ ქალს ქმართან კონფლიქტი ჰქონდა და პოლიციას ხშირად იძახებდნენ, ასევე ამბობენ, რომ ქალის ცხედარს დაზიანებები აღენიშნებოდა.

შსს-ს ცნობით ფაქტი დღეს, 18 ოქტომბერს, დილით მოხდა და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული (სსკ-ის 115-ე მუხლი).

ერთ-ერთი მეზობელი რუსთავი 2-თან საუბრისს ამბობს, რომ ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო:

“ყოველკვირა მანდ იყვნენ პოლიციის ხალხი, წარამარა იძახებდნენ. ბოლოს რომ ვნახე, ხელი ჰქონდა გადახვეული. რა გჭირს-მეთქი და იმაზე არც გაამახვილა ყურადღება, აი, ხალხი რომ ცუდ ამბებს უტანთ, ვითომ ცუდი საქციელი მაქვსო, ეტყობა იმაზე კამათი მოგვივიდაო და არ ვიცი, აღარ დაამთავრა.”

ქალის ქმარი კამერების წინ ამბობს, რომ ცოლთან არანაირი უსიამოვნება არ ჰქონია.

დედა კი ცხადებს, რომ მისი შვილის ქმრის ნათესავები არ აძლევენ საშუალებას, შვილის დაგრძალვაზე წავიდეს:

“მოკვლას მიპირებენ მეც, რა გავაკეთო, არ ვიცი. [მემუქრება] მთლიანი ოჯახი. ყველა შენ გადანაშაულებსო, რატომ არ მიხედა თავის შვილსო,”- ამბობს ის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი