პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ახალი კონსტიტუცია დაამტკიცა

დღეს, 13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა  “მოტივირებული შენიშვნები” და კონსტიტუციაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. რიგგარეშე სხდომა ოპოზიციის კრიტიკისა და პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.

რეგისტრაცია 124-მა დეპუტატმა გაიარა, საიდანაც პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს 110 მოწინააღმდეგე და 8 მომხრე ჰყავდა. კონსტიტუციური კანონის პროექტის პირვანდელ რედაქციას მხარი 117-მა დეპუტატმა დაუჭირა. იგივე მოხდა აჭარის ავტონიმიური რედაქციის კონსტიტუციური კანონის შემთხვევაშიც.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისმა საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ წარმოადგინა. მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინება მისცემდა უმრავლესობას შესაძლებლობას, რომ კონსტიტუცია არ ყოფილიყო ერთპარტიული დოკუმენტი.

ანა დოლიძემ განაცხადა, რომ თუკი პარლამენტი არსებული სახით მიიღებდა ამ კონსტიტუციას, ის “უარესზე უკეთესი” კონსტიტუცია იქნებოდა.

“ქართული ოცნება” აცხადებს, რომ მათ მიერ მიღებული კონსტიტუცია არ არის ერთპარტიული დოკუმენტი და კონსტიტუციის ცვლილებებს “ქართულ ოცნებაში” შემავალი ხუთი პარტია უჭერს მხარს.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა “ნაციონალურმა მოძრაობამ” და პროექტის განხილვა დამტკიცებამდე პროტესტის ნიშნად დატოვა, ხოლო “ევროპულმა საქართველომ” გამოფინა ბანერი – “ფეხქვეშ გათელილი კონსტიტუცია”.

კონსტიტუციის ახალ რედაქციას 117 დეპუტატმა დაუჭირა მხარო

კონსტიტუციის ახალ რედაქციას 117 დეპუტატმა დაუჭირა მხარო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.