ახალი ამბები

დმანისის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე “ოცნებიდან” “შენების მოძრაობაში” გადავიდნენ

18 სექტემბერი, 2017 • 2718
დმანისის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე “ოცნებიდან” “შენების მოძრაობაში” გადავიდნენ

დმანისის გამგებელი გოგი ბარბაქაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ „შენების მოძრაობას“ შეუერთდნენ. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაზა გოშუანმა და „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა – ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდა.

ინფორმაცია “ნეტგაზეთს” “ქართული ოცნების” პრესსამსახურში უკვე დაუდასტურეს. პარტიაში აცხადებენ, რომ “ეს ჩვეულებრივი პროცესია და ნებისმიერ ადამიანს აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების უფლება”.

“ოცნებიდან” “შენების მოძრაობაში” გადასულებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შეიტანეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ისინი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ამ უკანასკნელის   სახელით იბრძოლებენ. გოგი ბარბაქაძე” შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი იქნება.

ფაქტთან დაკავშირებით დმანისში “შენების მოძრაობის” ლიდერები, მათ შორის კახა შარტავა და დავით უსუფაშვილი იმყოფებოდნენ. უსუფაშვილის თქმით, “ადამიანები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდნენ დმანისს და 2012 წელს გადამყწვეტი წვლილი შეიტანეს ქართული ოცნების გამარჯვებაში, არათუ აღარ დასჭირდა ხელისუფლებას, არამედ მათ წინააღმდეგ ისევ რეპრესიული მანქანა აამუშავა”. კომენტარს “შენების მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი